9 ივლისი, 2017

ბათუმში ქართულ ცეკვას კრძალავენ

ბათუმის ბულვარში ღია ცის ქვეშ ბავშვებს ბულვარის დაცვის თანამშრომელმა არ მისცა საშუალება ქართული ცეკვა შეესრულებინა. მიზეზი მარტივია – არ შეიძლება! აკრძალულია!

ინფორმაციას და სპეციალურ ვიდეოს ნინული ქავთარაძე ავრცელებს:

“თურმე ბათუმში ქართული ცეკვა არ შეიძლება და თურქული სიმღერები მთელ ბათუმში შეიძლება. ბავშვები ცეკვავდნენ, მოვარდა პატრული გიჟივით და შეაწყვეტინა ცეკვა. პატრული ვერ გვეუბნება რატომ არ შეიძლება ქართული ცეკვის შესრულება ბათუმის ბულვარში. რეალობა არის ეს. რაც აქ ხდება, ეს არის კატასტროფა!”