7 ივლისი, 2017

ვანიკო თარხნიშვილის ცხოვრებაში ახალი გოგო გაჩნდა

მსახიობისა და ტელეწამყვანის ვანიკო თარხნიშვილის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მას და მის მეუღლეს სოფო გელავას მეორე შვილი შეეძინათ.

3 წლის დამიანეს შემდეგ ისინი გოგონას – ბაისო თარხნიშვილის მშობლები გახდნენ. პატარა ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

“წვრილშვილიან” – ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ბედნიერი მამიკო და უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.