სვანეთი იტალიური მედიის ფოკუსში

საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. ევროპული გამოცემები და ტელევიზიები სტატიებს და სიუჟეტებს უძღვნიან ჩვენს ქვეყანას და თანამემამულეებს საოცარი ადგილების გასაცნობად ეპატიჟებიან.

ჩვენი სამშობლოს ულამაზესი კუთხე – სვანეთი იტალიური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

იტალიური გამოცემა “ლა სტამპა” სვანეთს საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის და იმ ღირსშესანიშნაობებზე დეტალურად საუბრობს, რომელთა ნახვაც საქართველოს ამ ულამაზეს მხარეშია შესაძლებელი.

,,სვანეთი, ოქროს საწმისი: სხვა კავკასია” – ასე ეწოდება სტატიას, რომელსაც თან ერთვის სვანეთის ულამაზესი ხედების, სვანეთის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების და უძველესი ტაძრების ფრესკების ფოტოები.