Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პანტომიმის თეატრი საერთაშორისო მიმების ორგანიზაციის ფოკუსში

11 ივნისი, 2017

პანტომიმის თეატრი საერთაშორისო მიმების ორგანიზაციის ფოკუსშისაქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი საერთაშორისო მიმების ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ქართველი მიმების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებულმა არაერთმა ღონისძიებამ არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ უცხოელებიც მოხიბლა.

26 მაისს მიმებმა რუსთაველის გამზირზე პანტომიმის თეატრისა და რუსუდან ფეტვიაშვილის ერთობლივი პროექტი განახორციელეს. რუსუდან ფეტვიაშვილის მხატვრობა მსახიობების კოსტიუმებზე გაცოცხლდა. იდეა და რეჟისურა ამირან შალიკაშვილი ჯუნიორს ეკუთვნის, გრიმზე ანუკა მურვანიძემ იმუშავა, ქორეოგრაფი სალომე ფილიშვილია, კოსტიუმების დიზაინერი კი ლაშა დევდარიანი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოდგენილი პერფორმანსი შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს და მის უკვდავ “ვეფხისტყაოსანს” მიეძღვნა.