Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ხიბულას” მსოფლიო პრემიერა

28 ივნისი, 2017

"ხიბულას" მსოფლიო პრემიერარეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის “ხიბულა” მსოფლიო პრემიერა ჩეხეთში კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

“ხიბულა“ გიორგი ოვაშვილის წინა სარეჟისორო ნამუშევრების „გაღმა ნაპირის“ და „სიმინდის კუნძულის“ შემდეგ, ტრილოგიის მესამე ფილმია და წინა ნამუშევრების მსგავსად, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მტკივნეულ პერიოდს ეძღვნება.

გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორმა ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესახებ გადაიღო, თუმცა თავად გიორგი ოვაშვილი აცხადებს, რომ ფილმი ლიდერის აღზევებისა და დაცემის ზოგად ისტორიას მოგვითხრობს.

რეჟისორი არ უარყოფს, რომ სცენარზე მუშაობაისას საფუძვლიანად შეისწავლა პირველი პრეზიდენტის ცხოვრების უკანასკნელი პერიოდის ისტორია, გამოიკვლია ფაქტები, მოძიებული მასალები, რის საფუძველზეც დაიწერა სცენარი.

“ხიბულა” ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც აღწერს, თუ რა ხდება ადამიანის, ლიდერის შინაგან სამყაროში, მის ფსიქიკაში, როცა ის აცნობიერებს, რომ ყველა და ყველაფერი დაკარგა. ეს არის ისტორია, რომელიც თაობებსა და ეპოქებში მეორდება.