Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯაბა ბოჯგუას სოციალური დახმარება მოუხსნეს

21 ივნისი, 2017

ჯაბა ბოჯგუას სოციალური დახმარება მოუხსნესკომაში მყოფ მომღერალს ჯაბა ბოჯგუას სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა. მიზეზი დიდი ოდენობით გახარჯული დენი და გაზია.

როგორც ჯაბას დედამ მანანა გვასალიამ “არტ ინფოს” განუცხადა, ვერც დენის და ვერც გაზის ეკონომიას ვერ გააკეთებს, რადგან ორივე მათგანი მისი შვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მანანა გვასალია:

– ჯაბას სოციალური დახმარება 150 ლარი ჰქონდა და მოუხნეს. მიზეზად მითხრეს, რომ ბევრი დენი და გაზი დავხარჯე. 156 ლარზეა საუბარი, ათასობით ლარზე კი არა. არადა, სწორედ ამ სოციალური დახმარებით ვიხდიდი გადასახადებს.

– თავიდან არ დაწერეთ განცხადება?

– დავწერე, მაგრამ ისევ უარი მივიღე. მითხრეს, რომ დიდი ოდენობით გაზი და დენი არ უნდა დავხარჯო. გამოდის, რომ რამე უნდა გავუთიშო ჩემს შვილს და მოვკლა. მეუბნებიან, კანონით არ გეკუთვნით სოციალური დახმარებაო. ეს რანაირი კანონია? ნუთუ არ შეიძლება დაუშვან გამონაკლისი ასეთი მძიმე ავადმყოფებისთვის?!