Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს რა არის?”

21 ივნისი, 2017

"ეს რა არის?"თბილისს სულ მალე კიდევ ერთი ახალი მრავალფუნქციური სივრცე შეემატება. რუსთაველის გამზირზე, მხატვრის სახლის ადგილას თანამედროვე კომპლექსი გაიხსნება, რომელიც მოიცავს მუზეუმს, საგამოფენო დარბაზს, სასტუმროს, რესტორანს, საცურაო აუზსა და საზოგადოებრივი დანიშნულების მიწისქვეშა ავტოსადგომს.
შენობა თითქმის დასრულებულია, დღეს მის წინა ფასადზე არც მეტი, არც ნაკლები შევარდენი მიამაგრეს, რამაც საზოგადოების გაღიზიანება და გაოცება გამოიწვია.

შენობის ფოტო ალექსანდრე დეკანოიძემ გაავრცელა:

– მარტო თბილისში თუ მოაფიქრდებოდათ, რომ თანამედროვე ხელოვნების გალერეა დაედგათ ქალაქის ცენტრში, რომელსაც ეზო არ აქვს ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის, ინსტალაციებისთვის და ა.შ. რომელიც სუპერ არა თანამედროვე არქიტექტურაა და რომელსაც დღეს სივრცის შინაარსისთვის სიცილამდე ან ტირილამდე შეუფერებელი არწივი დაადგეს.

ანუკა მურვანიძე:
– ვაი ეს რა არის? ეს არწივი რაღაა? არა ნუ რა პროექტებს ამტკიცებენ, ღმერთო. ეს ქალაქი გახდა ჩახერგილი შენობების რაღაც მახინჯურობა. რა გვჭირს, ნუთუ არ გვინდა შთამომავლობას ლამაზი თბილისი დავუტოვოთ? ეტყობა არა..

სოფო კილასონია:
– რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, როცა ქართველი მხატვრები ოცნებობენ შიგნით მოხვედრა-გამოფენაზე. ყველამ მიიღოს ის, რაზეც ოცნებობს. ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. ყველაფერს ჰქონდეს თავისი ნამდვილი სახე. ძალიან ადეკვატური შენობაა. მე მომწონს.

თამარ ჩერგოლეიშვილი:
– ეს ხო ჯოხთაბერიძის პონტია? შევარდნაძის სიძის? ხოდა შევარდენიც ედუარდია. რას ვერ ხვდებით?