Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ამაში საჩოთირო არაფერია”

"ამაში საჩოთირო არაფერია"ლევან ღვინჯილია სახელმწიფო ენას აქტიურად იცავს. ენათმეცნიერი მოუწოდებს ყველას, პატივი სცეს მშობლიურ ენას და მხოლოდ ამის შემდეგ მიანიჭოს უპირატესობა სხვა ქვეყნების ენებს.

ლევან ღვინჯილია:

“გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა?”

დიდად ხომ არ შეწუხდებით, სახელი და გვარი ქართულად რომ დაწეროთ და, თუ მაინცადამაინც გინდათ, იქვე, „ზედმეტი სახელის“ გრაფაში, დაამატეთ ლათინურიც!
ამით ქართულ ანბანსაც პატივს მიაგებთ და არც უცხოელი მეგობრები დაგეკარგებათ.

ვინც ამას იმიზეზებს, მას მინდა შევკადრო, რომ უცხოელი მეგობრები მარტო თქვენ არ გყავთ!
მიაყოლეთ ქართულენოვანს ლათინურანბანიანი დაწერილობა და თქვენი ეს “პრობლემაც” ეგრევე გვარდება.

იმ ლათინურ წარწერას პროგრამა ფრჩხილებში ჩასვამს და ნებისმიერ ენაზე ადვილად გიპოვნიან.
ეს რომ თავიდანვე არ გაგვერკვია, არც შესაბამის წინადადებას შემოგთავაზებდით.
ახლა მხოლოდ თქვენი სურვილი რჩება.

დიახ! არაა ქართული საერთაშორისო ენა, მაგრამ ის ჩვენი დედაენაა!!!
მას დედამიწაზე სხვა პატრონი არა ჰყავს და, თუ ამას თქვენი უცხოელი მეგობრებიც იგრძნობენ, ამაში საჩოთირო არაფერია, მერწმუნეთ!”