Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მხატვრის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაშია

15 ივნისი, 2017

ქართველი მხატვრის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაშიაქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი მას შემდეგ გაიცნო ფართო საზოგადოებამ, რაც მისი ნამუშევრები “მედუზა” და ”მონაზონი” სოთბის აუქციონზე გაიყიდა.

ლევანის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმში 8 თვის განმავლობაში იყო გამოფენილი. მუზეუმის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქართველი მხატვრის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივი კოლექციის ნაწილი გახდეს.

ლევან სონღულაშვილი პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნახატები პიკასოს, მატისის, ვან გოგის და სხვა მუზეუმში დაცული ხელოვანების ნამუშევრებთან ერთად მუზეუმის კოლექციის ნაწილია. ლევანის ნახატების რეპროდუქციები ბრუკლინის მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე უკვე განთავსდა.

გამოფენა, რომელიც უკვე 8 თვეა მიმდინარეობს, დასასრულს უახლოვდება და 18 ივნისს დასრულდება, რის შემდეგაც ექსპოზიცია სხვა მუზეუმებში იმოგზაურებს.

“არტ ინფო” ლევან სონღულაშვილს დაუკავშირდა:

– პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს ბრუკლინის მუზეუმში მსოფლიო ხელოვნების შედევრებია დაცული. აფრიკული, ძველ ეგვიპტური, აზიური, ანტიკური და ევროპის რენესანსის პერიოდის სკულპტურებითა და ნახატებით დაწყებული, თანამედროვე ხელოვნების უნიკალური ნიმუშებით დამთავრებული.

8 თვის მანძილზე ჩემი ნამუშევრები ეგონ შილეს, მაქს ბეკმანის, ალბრეხტ დიურერისა და სხვა ლეგენდარული არტისტების ნამუშევრებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

ექსპოზიციის სანახავად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან დამთვალიერებელთა უწყვეტი ნაკადის გამო, ორგანიზატორებმა კიდევ რამდენიმე თვით გამოფენის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც მოგვიანებით ამერიკის სხვა წამყვან მუზეუმებში იმოგზაურებს.

ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმის მიერ ლონდონში გამოიცა ისტორიული მნიშვნელობის წიგნი “იგი პოპის ლაიფ კლასი”, რომელშიც ჩემი ნამუშევრები და ბიოგრაფიული ჩანაწერია შესული.

ქართველი მხატვრის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაშია

აღსანიშნავია, რომ მუზეუმში დაცულ 2-მილიონამდე ექსპონატს შორის აქამდე არც ერთი ქართველი ხელოვანის ნამუშევარი არ მოხვედრილა. 2017 წლიდან ჩემმა ნახატებმა ბრუკლინის მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების მუდმივ კოლექციაში ოფიციალურად დაიდეს ბინა.

ქართველი მხატვრის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაშია

ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმის გვერდზე განთავსებულია მუზეუმის საკუთრებაში არსებული ძირითადი კოლექცია, სადაც პაბლო პიკასოს, ანრი მატისის თუ ენდი უორჰოლის სახელებთან ერთად, ქართველი ხელოვანია წარმოდგენილი წარწერით – ლევან სონღულაშვილი – ქართველი, 1991 (Levan Songulashvili – Georgian, born 1991).

ქართველი მხატვრის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაშია

ასევე მუზეუმის საძიებო სისტემაში შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის, ან ეროვნების მითითებით სამუზეუმო სივრცეში დაცული კონკრეტული ქვეყნის კულტურის ხელოვნების ნიმუშის მოძიება, სადაც უკვე Georgia – საქართველომ მსოფლიო ხელოვნების თანამედროვე კოლექციაში მუდმივი ადგილი დაიმკვიდრა.