Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რა ღირს ბატონებო საქართველო?

რა ღირს ბატონებო საქართველო?– ამ შეკითხვას პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი სვამს და პასუხს იმ პირებისგან მოითხოვს, ვისთვისაც საქართველო მხოლოდ სარფიანად გასაყიდი ულამაზესი ბუნება, მიწა-წყალი და ბაღ-ვენახებია.

თინათინ მღვდლიაშვილი:

“რა ღირს საქართველო, ბატონებო,
რა ღირს გელათი და ნიკორწმინდა,
რა ღირს სვანეთი და აფხაზეთი,
რა ღირს სიონი და საბაწმინდა?!.
რა ღირს მესხეთი და ჯავახეთი,
რა ღირს რაჭის მთები საოცნებო…
რა ღირს გურია და ხევსურეთი,
რა ღირს საქართველო, ბატონებო?!.
რა ღირს აჭარა ან იმერეთი,
ანდა საოცარი სამაჩაბლო?..
ან ცად აზიდული კაცხის სვეტი,
ზვრები – საღვინე და სამაჭარო?..
ფასი მოგვახსენეთ, გევედრებით,
რა ღირს კახეთი და სამეგრელო,
რა ღირს ვარძია და უფლისციხე,
რა ღირს, ბატონებო, საქართველო?!.
იქნებ შევისყიდოთ გათელილი,
იქნებ პატივაყრილს მოვეფეროთ,
იქნებ დავულეწოთ ბორკილები,
მერე მზის ამოსვლას შევეგებოთ.
იქნებ აღვადგინოთ მონასტრები,
იქნებ დანგრეული ავაშენოთ…
მტრისგან აჩეხილი რქაწითელი,
ისევ ვახაროთ და გავაშენოთ?!.
ღმერთო! აზეიმე სამართალი,
ზეცავ, დაგვიფარე შინდისფერო…
რა ღირს სამართალი, ბატონებო,
რა ღირს, ბატონებო, საქართველო?!”