“არ შემეძლო, არ დამეწერა”

კომპოზიტორი დათო ევგენიძე მთელი ცხოვრება ხელოვნებას ემსახურება და ულამაზესი მუსიკალური კომპოზიციების გარდა, არაჩვეულებრივ ლექსებსაც ჩუქნის თავის ერთგულ გულშემატკივრებს.

ხელოვანმა ფართო საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ ითხოვა და ამჯერად საერთო სატკივარზე გააკეთა განცხადება:

“ეს უნდა ვიცოდეთ!

წუხელ ბანკის შენობაში შევხვდი მაია ჩიბურდანიძეს. მსოფლიოს ხუთ გზის ჩემპიონს! ჭადრაკის ლეგენდას, რომელიც კრედიტს იღებდა ბანკიდან. თანხას არ დავაზუსტებ – რომელიც ან წამლისთვის, ან უბრალოდ პროდუქტის შესაძენად სჭირდებოდა.

უბრალოდ გაუგებარია რა გვჭირს. ვფიქრობ, რომ ის ბანკი და სხვა ბანკებიც და ასევე სახელმწიფოც ბედნიერი უნდა იყოს, რომ მაია ჩიბურდანიძე ქართველია. არ შემეძლო, არ დამეწერა. ორი დღეა თავიდან არ ამომდის.”