8 მაისი, 2017

თინა მახარაძე კანის კინოფესტივალზე

ქართველი მსახიობი თინა მახარაძე კანის რიგით 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა.

კინოფესტივალი წელს 17 მაისს საზეიმოდ გაიხსნება და 28 მაისამდე გაგრძელდება. თინა კინოფესტივალში მონაწილეობს არა როგორც მსახიობი, არამედ როგორც რეჟისორი.

მსახიობი, რომელმაც კინორეჟისურის შესწავლა გადაწყვიტა, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მოწყენილობა” კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩამონათვალშია.

თინა მახარაძემ 11 წუთიანი ფანტასტიკური ჟანრის დრამა წელს გადაიღო, სადაც მოთხრობილია ერთი ქალის შესახებ. იგი ქალაქში ცხოვრობს და ერთფეროვნებისაგან ძალიან მოწყენილია.