11 აპრილი, 2017

“თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ ჰააა…”

– რას მიკეთებს პარლამენტის კულტურის და მეცნიერების კომიტეტი და კიდევ შიგ შემავალი წევრები? – კითხულობს პროდიუსერი თამაზ ორაშვილი და ქართულ სახელოვნებო სფეროში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ ჰააა…

ბევრი ჰყავს ქვეყანას ესეთი ადამიანები? თქვენზე ნაკლებს შრომობს, თუ ქვეყნის სახელი არ გააქვს გარეთ? თუ ხალხის სიყვარული და პატივისცემა აკლია? იმ სახელმწიფოს გავკარი, ასეთ ადამიანებს სათანადოდ რომ არ დააფასებს…

რას მიკეთებს პარლამენტის კულტურის და მეცნიერების კომიტეტი და კიდევ შიგ შემავალი წევრები? თუ არა ესეთ ადამიანებზე ზრუნვა… ყველა როგორ თავის კეთილდღეობაზე ფიქრობთ….

რამდენჯერ მიგანიშნეთ როგორც აქ, ისე პირად შეხვედრებზე, დროულად მიხედეთ პრობლემებს, თორემ ერთ დღესაც იფეთქებს ეს ყველაფერი….

აჰა, აგიხდათ კიდეც… დღეს მაგრად შეგრცხვებათ, როცა გრიგოლიას გადაცემას ნახავთ.

ამ ჩინოვნიკებს 3000 ლარზე ნაკლები, ზოგს კიდევ 4000 დოლარი ხელფასები აქვთ და ზურას კი 500 ლარი… სირცხვილი არ არის?”