Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რატომ უნდა წასულიყო გივი ბერიკაშვილი ტკივილით?!”

11 აპრილი, 2017

"რატომ უნდა წასულიყო გივი ბერიკაშვილი ტკივილით?!"მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თამარ სხირტლაძე კოლეგას გივი ბერიკაშვილს იხსენებს და მის გულისტკივილზე ღიად საუბრობს:

“გივი მოვიდა ჩემთან, ძალიან შეწუხებული იყო. მითხრა ხელფასი მომიჭრეს, იმას ვტირივარ, ზურას რა ვუყო, ზურა იღებდა ჩემს ხელფასს, არ ვიცი, მოკვდება ალბათ მშიერიო.

მაშინ ცოტა უხეშად მომივიდა და ვუთხარი, მაინცდამაინც საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო, სხვისი ტკივილი რომ გაიგო-მეთქი. ეს იყო 2 კვირის წინ.

მარტო ფულში ხომ არ არის საქმე. რატომ უნდა წასულიყო გივი ბერიკაშვილი ტკივილით?! ასეთი დიდი სყვარულით სარგებლობდა, ზეიმი იყო, როცა სცენაზე გამოდიოდა, უყვარდა მაყურებელს და რატომ უნდა ტკენოდა გული გივის? ასეთი დიდი ტკივილით ამ ასაკში მსახიობი არ უნდა გაუშვა იმქვეყნად,” – განაცხადა თამარ სხირტლაძემ “რეაქციაში” სტუმრობისას.

მისივე ინფორმაციით, გივი ბერიკაშვილთან ერთად ხელფასები შეუმცირეს მასაც, ლეო ანთაძესაც, თენგიზ არჩვაძესაც და ნოდარ მგალობლიშვილსაც.