ქართული ანბანით შექმნილი არაჩვეულებრივი პორტრეტები

ქართული ანბანი რომ ულამაზესია ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა. ჩვენი დამწერლობა საუკეთესო დამწერლობებს შორის წამყვან პოზიციაზეა.

ქართველი კალიგრაფისტები მაქსიმალურად უწევენ პოპულარიზაციას ქართულ ენას და მოუწოდებენ ყველას, წერონ ქართულად.

კალიგრაფისტი შოთა საგანელიძე არა მარტო წერს ქართულად, არამედ ქართული ასოების გამოყენებით არაჩვეულებრივადაც ხატავს. მას ცნობილი ქართველი ხელოვანების და მეფეების პორტრეტები აქვს შექმნილი.

“არტ ინფო” კიდევ ერთი ნიჭიერი ადამიანს გაგაცნობთ. თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, წმინდა გიორგი, სოფიკო ჭიაურელი, ნიკო გომელაური, სერგო ფარაჯანოვი – ეს იმ ცნობილი ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომელთა პორტრეტებიც მხატვარ-კალიგრაფისტმა შოთა საგანელიძემ ქართული ანბანის გამოყენებით შექმნა.

დავით აღმაშენებელი

თამარ მეფე

წმინდა გიორგი

ნიკო გომელაური

სერგო ფარაჯანოვი