Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიანიჭეთ ამ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

მიანიჭეთ ამ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსითბილისის არქიტექტურული ფორუმი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინადადებით მიმართავს და სთხოვს მიანიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არქიტექტორ გიორგი ჩახავას პავილიონს – ასაწყობი ელემენტებით აშენებულ ავტობუსის გარეჩებას ქალაქ ბორჯომში, რომელიც მთავარ გზაზე მდებარეობს:

“კონსტრუქცია საქართველოს ინდუსტრიული განვითარების (წინასწარ ჩამოსხმული რკინა-ბეტონის ასაწყობი ელემენტები) და არქიტეტურის (ასაწყობი ელემენტებით უსასრულოდ მრავალფეროვანი შემოქმედებითი თავისუფლების მიღწევა) საინტერესო, უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე იგივე ელემენტებით აშენებული გიორგი ჩახავას სხვა ნაგებობები აღარ მოიძებნება. დღეს დანგრევის საფრთხე ემუქრება ამ პავილიონსაც.

ძეგლთა დაცვის კომისიამ უარი თქვა ამ პავილიონისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე. ძეგლის სტატუსი გადარჩენის ერთადერთი შანსია, (თუმცა ის, სამწუხაროდ, არ ნიშნავს გარანტიას) დანგრევას გადავარჩინოთ ნებისმიერი ღირებული ობიექტი.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კოლეგის, გიორგი ჩახავას სახელით, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გიორგი ჩახავას ყოველი ნაგებობა კულტურულ ღირებულებასთან ერთად ტურისტულ პოტენციალსაც შეიცავს.

გთხოვთ, მიანიჭოთ ამ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, იმისათვის, რომ შევძლოთ მისი განადგურებისგან დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.”

მიანიჭეთ ამ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი