მერაბ ნინიძე: “მიხარია!”

მერაბ ნინიძე: "მიხარია!"მსახიობი მერაბ ნინიძე განსაკუთრებულად გახარებულია და ამის ყველაზე კარგი მიზეზი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 52 წლისაა, წლების მატება სულაც არ აშინებს, პირიქით მომავალი წლების ნამატი ახარებს, იმიტომ რომ მსახიობი უკვე ორგზის ბაბუაა.

პირველი შვილიშვილი ალექსანდრე შუბითიძე შვილმა მარიამ ნინიძემ ორი წლის წინ აჩუქა. ალექსანდრეს კი ანასტასია მოჰყვა.

მერაბ ნინიძე:

“ამ ბოლო დროს წელიწადში ერთხელ მაინც ბაბუა ვხდები. აი, დღესაც ასე მოხდა კეთილი – იყოს შენი მოსვლა ანასტასია შუბითიძე. მომავალი წლების ნამატიც უკვე მიხარია! ჰარალე! როგორც იტყვიან!”