Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“კულტურის სამინისტრო გასაუქმებელია”

13 აპრილი, 2017

"კულტურის სამინისტრო გასაუქმებელია"– კულტურის სამინისტრო თუ არ გვექნება დავკარგავთ კულტურას/თეატრს/ქართველობას და ა.შ. – არის უტვინოებზე გათვლილი მესიჯი! “აბა საფრანგეთში რომ ასეა” ” კიდევ უფრო უტვინოებზეა გათვლილი! – ასე ეხმაურება ქართულ სახელოვნებო სფეროში ბოლო პერიოდში ატეხილ აჟიოტაჟს პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე:

“მსახიობები რომ ხელფასების გაზრდას ითხოვენ – სურათი რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, რა ხდება: მსახიობები სინამდვილეში ითხოვენ რომ სახელმწიფომ ამ ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას (მათ შორის თქვენც) წაგართვათ ფული (გადასახადების სახით) და მისცეს მათ.

რატომ?

1. იმიტომ რომ ისინი ვერ ახერხებენ გაყიდონ საკუთარი მომსახურება (იქნება ეს თეატრალური, კინო თუ სასერიალო როლები) და მიიღონ იმ მოცულობის შემოსავალი რომელიც სურთ

2. ისინი თვლიან რომ მათი პროფესია რატომღაც განსაკუთრებულია და უფრო დაფასებული უნდა იყვნენ ვიდრე სტომატოლოგები, მაღაროელები ან მეეზოვეები (ჩვეულებრივი საბჭოთა ბოდვა)
თუ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი მომსახურების გაყიდვით შემოსავლის მიღებას, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – ამ ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას აქვს სხვა პრიორიტეტები და მას ურჩევნია ისედაც მცირე შემოსავალი დახარჯოს საკვებზე, სამოსზე, შვილების განათლებაზე და სხვა, ნაცვლად თეატრის ან კინოს ბილეთებისა.

მსახიობი არაფრით დგას უფრო მაღლა გარემოვაჭრეზე ან დალაქზე, მსახიობების სუბსიდირება არის უსამართლობა და მავნებლობა.

კულტურის სამინისტრო გასაუქმებელია. იგივე ლოგიკა ვრცელდება ფეხბურთელსა და სპორტის სამინისტროზე, სხვებზეც.

პ.ს. “კულტურის სამინისტრო თუ არ გვექნება დავკარგავთ კულტურას/თეატრს/ქართველობას და ა.შ.” – არის უტვინოებზე გათვლილი მესიჯი!

პ.ს. “აბა საფრანგეთში რომ ასეა” – კიდევ უფრო უტვინოებზეა გათვლილი!”