Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დაგვცინით?”

"დაგვცინით?"კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი წლებია მაყურებლის ერთ-ერთ საყვარელ მსახიობად რჩება.

ხელოვანი მრავალწლიან დუმილს არღვევს და იმ ვითარებაზე საუბრობს, რაც ბოლო წლებში სახელოვნებო სფეროში ვითარდება.

ლაურა რეხვიაშვილი:

“ამდენი ხანია ხმა არ ამომიღია არაფერზე, ეხლა კი მინდა ერთი-ორი სიტყვა მოვახსენო კულტურის სამინისტროს კულტურის მინისტრს, თორემ მე პირადად დიდი ხანია კულტურის მინისტრი არ მყოლია…

ეხლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე კულტურის სტრატეგია გვქონია, ეხლა მაინტერესებს ეს სტრატეგია ჩვენ გვაქვს თუ მინისტრს უჯრაში. თუ სტრატეგია გვაქვს მე რატო ვერ ვგრძნობ, ეხლა კარგი ვთქვათ მე ვერ ვგრძნობ, მაგრამ ჩემს ირგვლივ სულ ხელოვანები არიან და ისინიც ვერ გრძნობენ თურმე როგორც გავარკვიე, არადა გამიგია, რომ არტისტი მგრძნობიარე არსებააო…

ეხლა სერიოზულად, ვინმეს თუ ჰგონია რომ ბნელა? არ ბნელა! თუ არ ვლაპარაკობდით აქამდე აპრიორში სულელად ნურავინ ჩაგვთვლის. საქართველოს არანაირი სტრატეგი არა აქვს. ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ ტურიზმს ანვითარებს ტირაჟიდან გასული მომღერლების ხარჯზე და მათზე იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე სახელოვნებო სფეროში განათლებაზე, ეს ჩვენნაირ ქვეყანაში დანაშაულია.

არ გვეყო, რომ ქათმის ბარკლებს მოვათრევთ ბრაზილიიდან, რომელიც სერიალებს ჩამოყვა თუ სერიალები ჩამოყვა ბარკლებს, უკვე აღარ ვიცი, ამერია სათვალავი. ქარხნები დავკეტეთ, წარმოება რისიც მარტივად შეგვეძლო, თუნდაც ფილმების ან სპექტაკლების, ამაზეც უარი ვთქვით და მინისტრი ნაგლად ამტკიცებს, რომ სტრატეგია გვქონია… გვქონია ოღონდ თვითონ გრძნობს მარტო, ჩვენ ვერა! იასნია თვითონ იგრძნობს, აბა, ჩვენ მაგ მილიონებს ვინ დაგვანახებს, რასაც მისი კომპანია იღებს სახელმწიფოსგან და რაში მეგობრებო? კონცერტებში, რომელიც დასაცინადაა გამხდარი ჩვენს საზოგადოებაში.

მინისტრს, რომელსაც ხელოვნება და შოუბიზნესი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია, და თეატრებისგან მოგებაზე გასვლას მოითხოვს, იქნება ისიც ეფიქრა, რომ შოუ ბიზნესი ეს ბიზნესია და ბიზნესი სახელმწიფო დოტაციაზე არსებობას კი არა მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას ნიშნავს. რა მოგება მოაქვს ბატონი მინისტრის კომპანიას, რომელიც ფლაგმანია საქართველოში შოუ ბიზნესის????? ვიღაცის ბიზნესში საზოგადოებრივი ფული რატომ უნდა იხარჯებოდეს იქნება ამიხსნას ვინმემ? ფესტივალის დანიშნულება მე ძალიან კარგად ვიცი, მილიონი ფესტივალი მაქვს ნანახი, რა მიზანს ემსახურება ის ფესტივალი, რომელსაც მინისტრის კომპანია ატარებს???? განათლების ამაღლებას??? კულტურის განვითარებას? დაგვცინით მინისტრო?”