ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ახალგაზრდა მსახიობს ვარლამ ფესტვენიძეს დახმარება ესაჭიროება.
ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ და საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებენ:
“ჩვენს მეგობარს, კარგ ქუთაისელს, მსახიობ ვარლამ ფესტვენიძეს 2 თვის წინ დაუდგინდა მძიმე სეფსისი, ორმხრივი პნევმონია, სეფსისური ენდოკარდიტი.
ინფექციის შედეგად მოხდა მიტრალური სარქველის I-II რიგის ქორდების გაგლეჯა.
ვარლამს ესაჭიროება კარდიო-ანგიოლოგიური ოპერაცია – მიტრალური სარქველის პროტეზირება (მექანიკური სარქველი).
ოპერაციის ღირებულება 14051 ლარია + კორონაროგრაფია 621 ლარი. ამ თანხაში არ შედის ანალიზების კონტროლის და მედიკამენტების ღირებულება რომელიც დღიურად 250 ლარამდე ჯდება.
გვეხმარება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – პირველ მაისს თეატრის სცენაზე დაიდგმება საქველმოქმედო სპექტაკლი.
ოპერაციისთვის საჭირო თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ანგარიშზე: საქართველოს ბანკი: პირადი N01007010469; მიმღები ნინო ლექვინაძე.”