Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“საქმე საკმაოდ უსიამოვნო და სერიოზულია”

"საქმე საკმაოდ უსიამოვნო და სერიოზულია"მსახიობსა და პოეტს ნიკო გომელაურს გულშემატკივართა საკმაოდ დიდი არმია ჰყავს. ინტერნეტში შექმნილია არაერთი გვერდი, რომელიც ნიკოს პოეზიას აზიარებს და მის ერთგულ მკითხველს პოეტის საუკეთესო ნაწარმოებებს ახსენებს.

ნიკო გომელაურის მეუღლემ ნინა ჩოდრიშვილმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა და მოუწოდა ყველას, შეწყვიტონ ნიკოს ლექსების შეცვლა და დამახინჯება.

ნინა ჩოდრიშვილი:

“საქმე საკმაოდ უსიამოვნო და სერიოზულია. ბევრი წელია ინტერნეტში დიდი რაოდენობით ვრცელდება ლექსად ნახსენები გაუგებარი წარმოშობის ქმნილებები, რომელსაც ნიკო გომელაურის სახელს არქმევენ. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი მტრობა არც გამიგია.

ნიკო თავის თავს ვერ დაიცავს, ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენ – მე და მისმა ახალგაზრდა გულშემატკივრებმა. არსებობს ინტერნეტში გვერდები, რომლებიც დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ავრცელებენ ამ არა ნიკოს ლექსებს, პლუს ცვლიან ნიკოს ლექსებში რატომღაც სიტყვებს, შეცდომითაც ბეჭდავენ. როცა მათ ვთხოვეთ, რომ ყურადღებით იყვნენ, პასუხად დაგვბლოკეს.

სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მოგმართავთ თქვენ დიდი თხოვნით, მათ, ვისაც ნიკო უყვარს, ვინც კითხულობს ნიკოს ლექსებს, იხელმძღვანელოთ ამ გვერდით, სადაც ვარ სტუმრად და კიდევ ერთი გვერდით, რომელიც სახელით “ნიკო გომელაური ოფიციალური” არის ცნობილი და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც არ უყვართ უპატიოსნო, არამზადა ადამიანები, რომლებიც ასეთ ცუდ და საზიზღარ საქმეს ეწევიან.”