Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რა გვეშველება თუ ასე გაგრძელდა…”

"რა გვეშველება თუ ასე გაგრძელდა..."– აღარაფრის იმედი დამრჩა! დავბერდი! ვერ მოვესწრები იმ ნანატრ დღეს! – აცხადებს რეჟისორი რობერტ სტურუა.

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არ მალავს, რომ მაგრად დაიღალა და აღარაფრის იმედი აღარ დარჩა.

რობერტ სტურუა:

“მაგრად დავიღალე!.. გულს მიკლავს, რომ ჩვენ ქვეყანას 30 წელი კრეტინები, ნამუსგარეცხილნი და უბრალო ქურდბაცაცები აბურთავებენ. რა გვეშველება თუ ასე გაგრძელდა და ამ ნაძირალებს, ამ კოლექტიურ ტკიპას ვერ მოიშორებს ნაღდი ქართველი, მაშინ დაიღუპა ყველაფერი, რითაც ვამაყობდით, გვიყვარდა და ქედს ვუხრიდით?!

ვინც ახალგაზრდა ხართ, იმედი მაინც გაქვთ, რომ ოდესღაც დამშვიდდება ჩვენი ქვეყანა და ვერ დაალპობს ცაფირუზხმელეთზურმუხტ ბედკრულ იბერთა მიწას ბოროტი თესლიდან აღმოცენებული უვიცი ბრბო!

მე კი… აღარაფრის იმედი დამრჩა! დავბერდი! ვერ მოვესწრები იმ ნანატრ დღეს!

“…სამშობლო მთებო,
თქვენი შვილი განებებთ თავსა!..
…მშვიდობით, ჩემნო,
თვალში ცრემლით განებებთ თავსა…”