6 მარტი, 2017

ქართული ცეკვის კიდევ ერთი ქურდობა

ქართულ კულტურას რომ განსაკუთრებული გაფრთხილება და დაცვა სჭირდება, ამის შესახებ “არტ ინფო” არაერთხელ წერდა.

ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი თითქმის ყოველდღე აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლების მიერ ქართული ცეკვის მოპარვის ფაქტებია ასახული.

დავით ფოცხიშვილი:

“ეს არის 2012 წლის ევროვიზია ქალაქ ბაქოში.

გადაახვიეთ 4:00 წუთზე…. ნახეთ რა ჯიგრულად აქვთ ქართული ცეკვა თავის ქორეოგრაფიული ნახაზობრივი სქემატიკით ჩასმული ამ “შოუში”.

თითქმის მთელ მსოფლიოში გადიოდა ეს გახსნა პირდაპირ ეთერში… პირდაპირ ეთერს თავი დავანებოთ! ეს შოუ ხომ უკვე მათ არქივში ჩაეწერა? თუ რამეს არასწორად ვხედავ მაპატიოს ყველამ, მაგრამ ეს მწარე რეალობაა…

ესეც აზერბაიჯანული ზღაპარი…”