Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინი ცნობილაძის წარმატება უკრაინულ “ვოისში”

ნინი ცნობილაძის წარმატება უკრაინულ "ვოისში"უკრაინული “ვოისის” მეშვიდე სეზონში ქართველი მომღერალი ნინი ცნობილაძე მონაწილეობს. მას პროექტის ბრმა ქასთინგზე პატაპი შემოუბრუნდა და ნინი უკრაინელი ხელოვანის გუნდის უკანასკნელი წევრი გახდა.

ბრმა ქასთინგების დასრულების შემდეგ, მუსიკალურ შოუში ე.წ. რინგები დაიწყო, სადაც თითოეულმა მწვრთნელმა თავისი გუნდის წევრები დააწყვილა და დუეტში ამღერა, მათგან საუკეთესოები კი შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა.

პატაპმა ნინისთან ერთად რინგზე ელვირა პანამარიოვა გამოიყვანა. გოგონებმა ლაურა პერგოლიცის ცნობილი ჰიტი “Lost on you” შეასრულეს.

მუსიკალური ნომრის დასრულების შემდეგ, “ვოისის” მწვრთნელებმა სრული მხარდაჭერა ნინი ცნობილაძეს გამოუცხადეს, პატაპმაც შემდეგ ეტაპზე სწორედ ქართველი კონკურსანტი გადაიყვანა.