26 მარტი, 2017

მიხეილ მდინარაძე საავტორო უფლებების დაცვას მოითხოვს

კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე საავტორო უფლებების დაცვას მოითხოვს და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კონკრეტულ განმარტებებს ელოდება.

მიხეილ მდინარაძე:

“საზმაუს პირველი არხის ეთერში გავიდა ფილმი ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ (რა ჰქვია ფილმს ისიც არ ვიცი), სადაც მუსიკის ავტორად ვარ მოხსენიებული.

ფილმში გამოყენებულმა ბერძნულმა გალობამ ჩემს მეგობრებში გააჩინა ლოგიკური კითხვები ჩემს ამ ფილმთან შემხებლობასთან დაკავშირებით. მინდა განვმარტო, რომ მუსიკა რომელიც ამ ფილმში ჟღერს დაწერილია სრულიად სხვა ფილმისთვის და გამოყენებულია ჩემი დასტურის გარეშე, რაც თავისთავად საავტორო უფლების დარღვევაა!

იმედია, ამ საკითხზე პასუხს მივიღებ არხის ხელმძღვანელობისგან. სხვა შეხება ამ ფილმთან არც მქონია და არც მაქვს!”