მაია ასათიანი დაბრუნდა

მაია ასათიანი დაბრუნდაჟურნალისტი მაია ასათიანი უმძიმესი დღეების შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდა. ის მშობლიურ ტელევიზიაში – “რუსთავი 2”-ში მივიდა და მუშაობას შეუდგა.

თოქ შოუ “პროფილის” შემოქმედებითი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ნიკოლოზ ხაჩიძემ მაია ასათიანისა და “პროფილის” გუნდის ერთობლივი ფოტო ინტერნეტში გაავრცელა.

მაია ასათიანს ერთადერთი ქალიშვილი, 18 წლის ნუცა მახვილაძე სამი კვირის წინ პარიზში გარდაეცვალა. ჟურნალისტმა პირად ტკივილთან გამკლავება საყვარელი საქმის კეთებით გადაწყვიტა, საკუთარი სიძლიერე კიდევ ერთხელ გამოავლინა და ეკრანზე დაბრუნება გადაწყვიტა.