16 მარტი, 2017

ირაკლი ჩოლოყაშვილი მამა გახდა

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და დირიჟორი ირაკლი ჩოლოყაშვილი მამა გახდა.

მსახიობს მესამე შვილი შეეძინა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

სასიხარულო ინფორმაცია სამგზის მამამ თავად გაავრცელა:

“გაიცანით… ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი…”

ირაკლი ჩოლოყაშვილი დიმიტრი, თეიმურაზ და ნიკოლოზ ჩოლოყაშვილების მამაა.

დიმიტრი მსახიობს კოლეგისგან ნინო იოსელიანისგან ჰყავს, თეიმურაზი და ნიკოლოზი კი – მუსიკოს სოფო ბუკიასგან.