Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ჟურნალისტებო, ჩვენებს კლავენ!”

16 თებერვალი, 2017

"ჟურნალისტებო, ჩვენებს კლავენ!"ამ რეპლიკის ავტორი პუბლიცისტი და ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილია. მისი საგანგაშო განცხადების მიზეზი ჟურნალისტის, მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის იოსებ ჭუმბურიძის მიერ გაკეთებული განცხადებაა:

“მირეკავენ შეშფოთებული კოლეგები (მეგობრები) – უნივერსიტეტის მე-6 კორპუსს გაყიდვას უპირებენ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტს (ანუ მიმართულებას!) კი – გაუქმებასო. რაიმე ვიღონოთო…

რა ვქნა, მე ვეღარ შევშფოთდები: ამ ფაკულტეტის გადასარჩენად ჩემდენი მართლა არავის უბრძოლია. რამდენი გულისტკენა მიმიღია ამის გამო, რამდენი ტალახი დაუმიზნებიათ (თუმცა, ამაოდ).

ვიბრძოდი, ვიდრე გადარჩენა კიდევ შეიძლებოდა.
მიცვალებულს კი რაღა გააცოცხლებს?!

ამას წინათ ერთ-ერთი სტუდენტის დედამ შემომჩივლა, საერთოდ არაფერს ასწავლიანო.
ვინ უნდა ასწავლოს – წერა-კითხვის არმცოდნეებმა?!
სად უნდა ასწავლონ – კარებაჭედილ კორპუსში?!
ვის შევჩივლოთ, ნ. ტაბიძე მკვდარია!..”

თამაზ ჭეიშვილი:

“იოსებ ჭუმბურიძის განგაშიან რეპლიკას მოვკარი თვალი, ჟურანალისტიკის ფაკულტეტს ხურავენო!

,,დამხურავნო”, ბარემ დახურეთ დიდი ქართველების მიერ დაარსებული და ჩვენამდე მოტანილი ცოდნის კერა და ტაძარი! მიაყენეთ ერთი ბულდოზერი, გადაუარეთ, მოასწორეთ და ააშენეთ “მოდნი ტაუერი” აპარტამენტებით,! უკეთეს ადგილს ვერც ინატრებთ, მანდ კვადრატული მეტრი 5000 დოლარადაც წავა!

ოღონდ იცოდეთ, ვიდრე ბულდოზერებს მაგ წმინდა შენობას მიაყენებთ დასანგრევად, ჯერ ჩვენ უნდა გადაგვიაროთ, პირველი მე ჩავუწვები იმ ბულდოზერს! ამის შემდეგ დალეწეთ, დაანგრიეთ, დაწვით, აღარაფერი დაუტოივოთ შთამომავლობას!

ცოდნა და განათლება, ან კულტურა რაში დასჭირდებათ ლაქიებს, ლიმუზინის მძღოლებს, მიმტანებს, მეძავებს?!”