20 თებერვალი, 2017

“თქვენი დახმარება ძალიან მჭირდება!”

ახალგაზრდა მხატვარი, ანიმატორი და რეჟისორი ანა ჩუბინიძე დახმარებას ითხოვს. ანას პროექტმა “ჯიბის კაცი” ფრანგული მხარე დააინტერესა და ასე შეიქმნა პირველი ქართულ-ფრანგული ერთობლივი ანიმაცია, რომელმაც უკვე მოასწრო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე მოგზაურობა.

ამჯერად ანა ამერიკაშია მიწვეული, სადაც მისი პირველი ფილმის პრემიერა გაიმართება. ხელოვანს ოფიციალური მიწვევა აქვს, მაგრამ არ ჰყავს სპონსორი.

ანა ჩუბინიძე:

“მეგობრებო, თქვენი დახმარება ძალიან მჭირდება! ძალიან მინდა, დავესწრო ჩემი პირველი ფილმის პრემიერას, რომელიც ნიუ იორკის საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება. მაქვს ოფიციალური მოწვევა, მაგრამ სამწუხაროდ არ მყავს სპონსორი, რომ გავემგზავრო ფესტივალზე (15-20 მარტი).

თუ გაქვთ სურვილი და საშუალება, რომ დამეხმაროთ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩემი ნახატები, ან უბრალოდ გაავრცელოთ ეს მიმართვა.

ნამუშევრების ნაწილი იხილეთ მითითებულ ბმულზე: www.be.net/anachubinidze ან  www.anasillustrations.wordpress.com  ან მომწერეთ და მესტუმრეთ პირადად! წინასწარ დიდი მადლობა!

ფილმის ტრეილერი: