Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო სურგულაძის მიმართვა საზოგადოებას

23 თებერვალი, 2017

ნინო სურგულაძის მიმართვა საზოგადოებას– ჩვენ არ ვართ ასეთები. ჩვენ აქამდე ასე არ მოვსულვართ. ჩვენ დიდმა სიყვარულმა მოგვიყვანა დღემდე. გისურვებთ ყველას სიმშვიდეს და მჯერა, რომ საქართველოში გაიმარჯვებს სიყვარული და საღი აზრი, – ეს ცნობილი საოპერო მომღერლის ნინო სურგულაძის სიტყვებია, რომელიც მაია ასათიანის მდგომარეობას ეხმაურება.

ნინო სურგულაძე:

“ვხედავ ძალიან ბევრ დედას, ვხედავ იმ ბავშვებს, რომლებიც არიან ავად და ვხედავ ძალიან დიდ ტრაგედიას და ტკივილს, რომლის ახსნა და გადმოცემა რთულია, თითქმის შეუძლებელია იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს არ გამოუცდია და ღმერთმა არავის არ გამოაცდევინოს.

უბრალოდ პირველი შემთხვევა არ არის და ვხედავ, როდესაც ეს ხდება დაცინვის, რატომღაც სიხარულის მიზეზი იმის გამო, რომ არ არის სიმპათია კონკრეტული სუბიექტის მიმართ. ასეთ მომენტში, როცა ბავშვის სიცოცხლეს ეხება საქმე, თითოეულ აზრს და სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ სიტყვა შეიძლება განსხეულდეს.

არ ვიცი რა ხდება დედის გულში. პირადად საერთოდ არ ვიცნობ მაია ასათიანს, ვიცნობდი ბავშვობაში ჩემთან ხელოვნების სკოლაში დადიოდა და მახსოვს იქიდან, მას შემდეგ მას არ შევხვედრივარ. ძალიან მიჭირს, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, რა ხდება დღეს მის გულში.

იქნებ დღეს მაინც, ან საერთოდ თავი შევიკავოთ ასეთი საშინელი სიტყვებისგან და უბრალოდ ვილოცოთ ამ ბავშვისთვის, რომ ეს პატარა გოგო გადარჩეს. დანარჩენი ყველაფერი არის ღმერთის ნება.

ჩემი აზრით, ადამიანების განსჯა, არ არის ქრისტიანული, ჩვენ კი ვართ ქრისტიანები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ არის ასეთი, როგორიც დღეს დავინახე რამდენიმე პოსტში. ეს სულ რამდენიმე პოსტი იყო, თუმცა მაინც მემრავლა. ჩვენ არ ვართ ასეთები, ჩვენ აქამდე ასე არ მოვსულვართ, ჩვენ დიდმა სიყვარულმა მოგვიყვანა დღემდე. გისურვებთ ყველას სიმშვიდეს და მჯერა, რომ საქართველოში გაიმარჯვებს სიყვარული და საღი აზრი.”