ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა “გვიანი შუადღე” დაიხურა. დღეს გადაცემის წამყვანებს გამოსამშვიდობებელი ეთერი ჰქონდათ.
„გვიანი შუადღე GDS-ზე“ მაყურებელს ყოველდღიურად სთავაზობდა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს, საინტერესო სიუჟეტებს, ინტერვიუებს და ვიდეომასალას. გადაცემის წამყვანებთან ერთად თემებზე სტუდიაში მოწვეული სტუმრებიც საუბრობდნენ.
,,გვიანი შუადღე GDS”-ის წამყვანებმა სალომე არშბამ, დათო ევგენიძემ, ელენე კალანდაძემ, მაკო მჭედლიშივილმა მაყურებელს ბოლო გზავნილი გაუგზავნეს – მათ მომღერალ გიორგი მახარაშვილთან ერთად დათო ევგენიძის მიერ დაწერილი სიმღერა “ციდან ცვივა ნოტები” შეუსრულეს.
გადაცემის დახურვის მიზეზი არხზე მიმდინარე რეორგანიზაციაა.