სიღნაღის თეატრს შენობიდან აგდებენ

სიღნაღის თეატრს შენობის დაცლას სთხოვენ. ამის მიზეზი იმ შენობის გასხვისებაა, რომელშიც თეატრი უკვე 10 წელია მოღვაწეობს.

თეატრის დასის ხელმძღვანელის თქმით, შენობის გასხვისების შესახებ ისინი არავის გაუფრხილებია.

ცნობილი ხდება, რომ შენობა კინოგაერთიანება “რუსთაველს” ეკუთვნოდა და 50.000 დოლარად გაყიდა. შენობის ამჟამინდელი მფლობელი შპს “ალფაა”, რომელიც დაკავებული სივრცის დაცლას ითხოვს.

რა ბედი ეწევა სიღნაღის თეატრს, ან რა განთავსდება შენობაში, ამ დროისთვის უცნობია.

ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.