“შენ შეგიძლია ცეკვა” ნიტა ლომიძემ მოიგო

"შენ შეგიძლია ცეკვა" ნიტა ლომიძემ მოიგოპროექტი “შენ შეგიძლია ცეკვა” პროექტის ყველაზე პატარა მონაწილემ ნიტა ლომიძემ მოიგო. მან მაყურებლისგან ყველაზე მეტი ხმა 45 პროცენტი მიიღო. ნიტა ბინასთან ერთად 1000 ლარიანი ვაუჩერის მფლობელიც გახდა.

ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ თეონა წიწაკიშვილი, თენგო ზარდიაშვილი და ირაკლი ფიფია.

ყველა ფინალისტს შოუს პარტნიორმა კომპანიებმა საჩუქრები გადასცეს. ირაკლი ფიფიამ საჩუქრად ავტომობილი მიიღო, თენგო ზარდიაშვილმა 5000 ლარიანი ვაუჩერი ვივუსისგან, წისქვილი ჯგუფისგან 1000 ლარიანი ვაუჩერი და ორკაციანი საგზური ეგვიპტეში, თეონა წიწაკიშვილი კი ნატალის რჩეულად დასახელდა და დუბაიში საგზურით დასაჩუქრდა.