Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სამხრეთ კორეის კულტურის მინისტრი შავი სიებისთვის დააკავეს

22 იანვარი, 2017

სამხრეთ კორეის კულტურის მინისტრი შავი სიებისთვის დააკავესსამხრეთ კორეაში ყველაზე ხმაურიანი დაკავება განხორციელდა – სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის კულტურის მინისტრის ჩო იუნ სუნის დაპატიმრების ორდერი გასცა.

როგორც Yonhap იტყობინება, სახელმწიფო მოხელის დაპატიმრების მიზეზი მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გახდა – კულტურის მინისტრი პირადად მონაწილეობდა ე.წ. “შავი სიების” შედგენაში.

ამ სიებში მოხვდა კულტურის ყველა ის მოღვაწე, რომელიც სამხრეთ კორეის ხელისუფლების მიმართ არალოიალური გამონათქვამებით იყო ცნობილი.