12 იანვარი, 2017

ბათუმის საზღვაო აკადემიას ორკესტრი აღარ ჰყავს

ბათუმის საზღვაო აკადემიას სასულე ორკესტრი აღარ ჰყავს. ეს გადაწყვეტილება აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ მიიღო და ყველა მუსიკოსი გაათავისუფლა. ორკესტრის წევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში უკრავდნენ, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდათ.

საკადრო გადაწყვეტილების მიზეზი ორკესტრის ნაკლები დატვირთვა და აკადემიის ხარჯების ოპტიმიზაციაა.

ორკესტრის წევრებისთვის რექტორის ქმედება მოულოდნელი აღმოჩნდა.

აკადემიის რექტორს ორკესტრის ახალ წევრებად სტუდენტები სურს და მათგან აპირებს ორკესტრის შექმნას. ირაკლი შარაბიძის ინიციატივას არ იზიარებენ ორკესტრის უკვე ყოფილი წევრები. მათი თქმით, ორკესტრი ფუნქციონირებას შეწვეტს, რადგან მუსიკოსების მუშაობა საკმაოდ შრომატევადია, სტუდენტები კი დროის სიმცირის გამო რეპეტიციებს სრულყოფილად ვერ დაესწრებიან.

აკადემიის რექტორის მიერ გათავისუფლებული მუსიკოსები დახმარებას აჭარის მთავრობისგან ითხოვენ.