8 დეკემბერს რეზო ჩხეიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.
საიუბილეოდ ცნობილი ხდება, რომ რეჟისორის უკანასკნელი მხატვრული ფილმი ”მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი” დაიკარგა.
ინფორმაციას რეჟისორი და მხატვარი მაია კიკაბიძე ავრცელებს:
”ვთხოვ კულტურის სამინისტროს და იმ სტრუქტურებს, ვისაც ევალებათ ქართული კინოს პატრონობა, მოიძიონ რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული მისი უკანასკნელი მხატვრული ფილმი “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიკარგა!!!”