აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც ქართველმა მომღერლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ტატო გოდერძიშვილმა და ანსამბლმა “ხარებამ” ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვეს, პირველი ადგილი დაიკავეს და დიპლომებთან ერთად თასიც დაიმსახურეს.
ტატო გოდერძიშვილი:
“ვულოცავ ჩემთან ერთად ანსამბლ “ხარებას” ამ დიდ წარმატებას. ჩვენ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულებულები ვართ… ეს ლამაზი თასი ჩვენი სამშობლოსათვის მოგვაქვს… დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა ბაქოში ჩამოსასვლელად და დაგვაფინანსა.”