Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მინდა ყველა პატრიოტს დაგისვათ კითხვა”

12 დეკემბერი, 2016

"მინდა ყველა პატრიოტს დაგისვათ კითხვა"– სანამ მორალს წაიკითხავთ, თქვენ თავებს კარგად და ღრმად ჩახედეთ, გიცხოვრიათ კი ისე, რომ ჩვენი ლანძღვის უფლება გქონდეთ… მე მეეჭვება!” – აცხადებს თავისუფალი თეატრის მსახიობი ჯაბა კილაძე და საქართველოში მცხოვრებ პატრიოტებს მიმართავს:

“მინდა ყველაა იმ პატრიოტს დაგისვათ კითხვა, ვინც ორი დღეა თეთრი ხმაურის აქციას განიხილავთ…

ფსიქოტროპული სააფთიაქო ბიზნესი არ გადარდებთ ესე აქტიურად? რატომ თქვენს ახალგაზრდობაში არ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე? ამიტომ პლიანივით შავბნელ ძალასთან არ ასოცირდება? არაყი და კიდევ მისი მსგავსი შეფუთული საწამლავი, რომელიც ასევე უპრობლემოოდ მისაწვდომია, ეგ არ იწვევს დეგრადაციას?

ოკუპაცია დეოკუპაციაა და ყველაფერი ეს ჩვენი ქუჩაში აქციით რო გვარდებოდეს, დამიჯერეთ ყველა ის ადამიანი, ვინც იმ დღეს იქ იყო, სახლში არ შევიდოდით!! ეს ტვინის დახშულობას ნიშნავს, როცა გგონია იმ აქციის მონაწილეს სხვა პრობლემა არ გვაწუხებს. დიახ, გვაწუხებს თქვენი ყველასი ერთად ბევრ ეტაპზე ჩასვრილის გამოსწორება, მათ შორის ოკუპაციისაც!

ჩვენ არანაკლებ გვიყვარს ეს ქვეყანა, ვიდრე თქვენ ყველას ერთად. ბევრად მეტი სარგებელი მოაქ მაგ პომპონჩიკებიან და უცნაურ, როგორც მოიხსენიებთ ამ სეგმენტს, ვიდრე თქვენ ჩვენ ხარჯზე გაზულუქებულ პოლიტიკოსებს!

მიდგომა შეცვალეთ და ტერმინოლოგია და აზრს ეცით პატივი! პლიანის მოწევას არ ვითხოვთ, ისედაც მოვწევთ თუ გვინდა. ლაპარაკია, რომ ციხეში არ ჩასვა ადამიანი!

ხო და, სანამ მორალს წაიკითხავთ, თქვენ თავებს კარგად და ღრმად ჩახედეთ, გიცხოვრიათ კი ისე, რომ ჩვენი ლანძღვის უფლება გქონდეთ… მე მეეჭვება!”