Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ჯერ ჩვენ დაგვეწიე და მერე დაგვამადლე…”

16 დეკემბერი, 2016

"ჯერ ჩვენ დაგვეწიე და მერე დაგვამადლე..."ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ბოლო დროს სვანეთისა და სვანების თემებზე გააქტიურებულ საკითხებს ეხება.

არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმრის სამიზნე ამჯერად კონკრეტული პიროვნებაა – ეს ახალგაზრდა მსახიობი თინა მახარაძეა.

მარიამ ხაჭვანი:

“მე, როგორც სვანეთში გაზრდილმა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მსახიობ თინა მახარაძეს და მის თანამოაზრეებს ცოტა რამ შევახსენო.

როდესაც თინა პირველად ტელესერიალში გამოჩნდა, ძალიან მომეწონა, ვფიქრობდი, რომ ამ ნიჭიერ ადამიანს ერთ დღეს დიდ კინოში გადავიღებდი, დავინტერესდი მისით, მოვისმინე მისი ქადაგებები და გადავიფიქრე.

არ გვიკვირს სვანებს არც ევროპა, არც ამერიკა, არც წარმატება. სამი წლის უკან ოფიციალური მიწვევით ვარსკლავებთან ერთად გავიარე კანის წითელ ხალიჩაზე, ვიყავი ევროპულ კინო აკადემიაზე მიწვეული, ამ აკადემიის ოფიციალური წევრიც ვარ, ამირჩიეს ბერლინალე ტალანტებში და ფესტივალი არ დარჩა ალბათ ევროპაში, სადაც არ მიმიწვიეს. ამერიკასაც არ დავუტოვებივარ უყურადღებოდ, სანდესზე ვორკშოფზე რობერტ რეტფორდის გვერდით დავჯექი შემთხვევით, მან ის მაინც იცოდა მე რეჟისორი რომ ვიყავი, მე კი, სამწუხაროდ, ვერ ვიცანი, რომ გავიგე ვინ იყო, არც მაგაზე გავგიჟდი.

ალბათ ხვდები, რომ შენი საქართველოში წარმატება არ გვიკვირს სვანებს (ჩემზე წინ არიან სხვა სვანები, ჩემზე ბევრად წარმატებულები, რომლებსაც აღარ ჩამოვთვლი, ისედაც იცნობთ ყველა), არც შენი რეკლამის იმედზე ვართ და არც შენი ინგლისურის. სვანეთში ჩემზე ბევრად უკეთესად მეტყველებენ ინგლისურად.

სვანეთის და საქართველოს სიწმინდეს სწორედ ეგ “ჯგრო” იცავდა სიცოცხლის ფასად, როგორც შენ ეძახი.

ჯერ ჩვენ დაგვეწიე და მერე დაგვამადლე სვანებს თუ შეიძლება.”