22 დეკემბერი, 2016

ასეთი პრემიერა ჯერ არ ყოფილა

– შოუ ცარიელ დარბაზში, მაყურებელი შენ ხარ! როგორ? დაელოდე! 28 დეკემბრის 22 საათს, – აცხადებენ პანტომიმის თეატრში და წინასაახალწლოდ მაყურებელს სრულიად ახლებურ, უპრეცედენტო სპექტაკლს სთავაზობენ.

შოუს ცარიელ დარბაზში “მაყურებელი შენ ხარ” ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი პანტომიმის თეატრის მსახიობებთან ერთად დგამს.

სპექტაკლის ნახვა შეეძლება ყველას ყველგან და ნებისმიერ სიტუაციაში – ქუჩაში თუ სახლში.