21 დეკემბერი, 2016

ალექსანდრე ბეგალიშვილის საჩუქარი ერთგულ მაყურებელს

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობმა ალექსანდრე ბეგალიშვილმა თავის ერთგულ მაყურებელს წინასაახალწლოდ საჩუქარი მოუმზადა.

მსახიობმა, რომელიც ფართო საზოგადოებამ დუდუს როლის შესრულებით გაიცნო სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”, მეგობრებთან ერთად სიმღერა ჩაწერა.

ნატო გელაშვილის სიმღერა “დეკემბერი” ალექსანდრე ბეგალიშვილმა მეგობრებთან ერთად ახლებური ინტერპრეტაციით ააჟღერა.

სიმღერა ინტერნეტში უკვე გავრცელდა და ათასობით ნახვა, გაზიარება და დადებითი კომენტარი აქვს.