18 ნოემბერი, 2016

“უბრალოდ ორი წუთი დამითმეთ…”

sofo-medzmariashviliახალგაზრდა მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი საზოგადოების ყურადღებას მხოლოდ ორი წუთი ითხოვს და მისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.

სოფო მეძმარიაშვილი:

“უბრალოდ ორი წუთი დამითმეთ… მესმის, რომ ცხოვრებაში ზოგისთვის იმაზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც ხდება, ვიდრე თეატრია და ზოგს ისეთი პრობლემები აქვს, საერთოდ არ აქვს განწყობა თეატრში წავიდეს, მაგრამ უბრალოდ ვეცდები, თავი მნიშვნელოვნად გაგრძნობინოთ და დაგაფიქროთ, რომ ჩვენ – ცალკე მსახიობები არაფერი ვართ მაყურებლის გარეშე, ჩვენთან ხელოვნებას ძალიან უჭირს არსებობა და, მით უმეტეს, თეატრს…

არ (ვგულისხმობ ყველას), თუ ამ პოსტს კითხულობს ერთი ისეთი ადამიანი მაინც, ვინც ჯერ არასოდეს არაა ნამყოფი თეატრში, მოდიიი და დამერწმუნე, ცოტა ხანი მაინც მოწყდები ყველაფერს რაც გარეთ ხდება, ძალიან ბევრ ემოციას წაიღებ, მხოლოდ ამიტომ მაინც იარეთ თეატრში – საკუთარი თავისთვის…

თითოეული თქვენგანი, რომელიც მიდის თეატრში, უფლებას არ აძლევს მსახიობს და რეჟისორს მოდუნების, მუდმივად მოტივს აძლევს ახლის კეთების და ამიტომ თქვენ ჩვენ გვჭირდებით! მადლობა”