Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თამარ მეფე მსოფლიოს ყველაზე ცნობილ 100 ქალს შორის დასახელდა

13 ნოემბერი, 2016

1tamar-mefis-romaniსაქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ერთადერთი ქალი მეფე – თამარი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ 100 ქალს შორის დასახელდა.

ქართველი მეფე იმ ენციკლოპედიურ წიგნში მოხვდა, რომელიც მინსკში დაიბეჭდა და მსოფლიოს ყველა დროის და ქვეყნის 100 ქალი გააერთიანა.

ენციკლოპედიაში საპატიო ადგილი უკავიათ მსახიობ, პოლიტიკოს, მომღერალ, პოეტ, მეცნიერ, მონარქ ქალბატონებს. მათ შორის თამარ მეფეს, გრეტა გარბოს, ინდირა განდის, მარინა ცვეტაევას, მატა ჰარის, ნეფერტიტის, კოკო შანელს, ფრანსუა საგანს, სარა ბერნარს, ასტრიდ ლინდგრენს, როზა ლუქსემბურგს, ჟაკლინ კენედის, ეკატერინე მეორეს, ოდრი ჰეპბერნს, პრინცესა დაიანას, მადონას, მერლინ მონროს, ჟანა დ’არკს, ედიტ პიაფს, კლეოპატრას, მარლენ დიტრიხს, ელიზაბეტ ტეილორს, ფრიდა კალოს, დედა ტერეზას, დედოფალ ელისაბედს, აგათა კრისტის, ელა ფიცჯერალდს, ვირჯინია ვულფს…

ინფორმაციას ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს:

“ქალაქ მინსკში დაიბეჭდა დიდი ენციკლოპედიური გამოცემა მსოფლიოს ყველა დროის და ქვეყნის 100 ქალი და ამ გამორჩეულ ადამიანებს შორის ღირსეული ადგილი უკავია თამარ მეფეს. ამაყი ვარ ფრიად.”

tamar-mefe

tamarb-mef

tamar-me