Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“შენ რა არ დაბერდები? არ დაგიდგება განსაცდელი?”

12 ნოემბერი, 2016

1kiknadzeმსახიობი ქეთევან კიკნაძე საზოგადოებას მიმართავს და მეტი დაფიქრებისა და დაკვირვებისკენ მოუწოდებს.

გიგა ლორთქიფანიძის მეუღლისთვის კატეგორიულად მიუღებელია შეუფერებელი მიმართვა ხანდაზმული ადამიანის მიმართ, რადგან ასეთი ქცევა მის ღირსებაზე ლაპარაკობს.

ქეთევან კიკნაძე:

“როდესაც მოწინააღმდეგეს ესაუბრები, შენი ღირსება უნდა დაამტკიცო და ჭეშმარიტებამდე უნდა დახვიდე და არა ეუზრდელო. შენ თუ უარესად იქცევი, მაშინ შენ რაღა ხარ?

ნუ შეაგინებინებ შენს მშობლებს იმით, რომ სთქვან რა გაუზრდელია. შენ რა არ დაბერდები? არ დაგიდგება განსაცდელი? ეგ არავინ არ იცის ვის რა ელის, თვითონ ღმერთი განსჯის ყველაფერს. ასეთი მიმართვა არა მარტო ხანდაზმული ადამიანის მიმართ, არამედ საზოგადოდ თქვენს ღირსებაზე ლაპარაკობს. არ შესწრებიხართ ახალგაზრდის სავალალო მდგომარეობას? გაშოროთ ღმერთმა, მაგრამ მაგ ამბავში “ოჩერედი” არ არსებობს. ყველა მოკვდავია.

რით ვერ გავიგეთ, რომ ამა ქვეყნად,
დროებითია ეგ ყველაფერი. სინანულით ქ. კ.

აუცილებელი არ არის, რომ მე ვიყო შეურაცხყოფილი…
კარგი დაინახე, რაღა ცუდს ებღაუჭები, ვინც არ უნდა იყოს.”