“რამდენი ძეგლი უნდა გააოხრონ?”

marina-kvarianiვარძიაში მომხდარმა ხანძარმა დღის წესრიგში დააყენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უსაფრთხოების მაქსიმალურად გამკაცრების საკითხი.

ადგილზე უკვე მუშაობენ რესტავრატორები და უნიკალური ფრესკების პირვანდელი სახით აღდგენისთვის თავს არ ზოგავენ.

ტაძარში გაჩენილმა ცეცხლმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებელი მარინა ქვარიანი ამ თემას ასე ეხმაურება:

– ვარძიაში, სადაც ფოტოს გადაღებას კატეგორიულად გიკრძალავენ, შარვლიანი ქალი, რომელიც “სძაგს უფალს”, ლამის ანათემას გადასცენ, ნახევარი კომპლექსი დახურულ სამონასტრო ზონად გამოაცხადეს და “მოკვდავთათვის” შესვლა აკრძალეს..

რა არის ეს, იქნებ მონაზონთა მხურვალე ლოცვის შედეგი, თუ იტყვიან, ესეც უფლის ნება იყოო? რა გამოძიება უნდა ამას? აბა რომელიმე თუ აღიარებს, მე დამრჩა ანთებული სანთელი, კანდელი, რეფლექტორი, ან რამე ცეცხლი და ნავთიო?!

რამდენი ძეგლი უნდა გააოხრონ “ნაკურთხი” პლასტმასის კარ-ფანჯრით, გამათბობელ-კონდიციონერებისთვის კედლების ნგრევით და ფასადებზე მონტაჟით, ბეტონით, ჟესტით, კაფელ-მეტლახით, მახინჯი მინაშენებით და “მიშენება-დაშენების” პერსპექტივით?!”