პეტრე ოცხელის დაბადების თარიღი Google-მ აღნიშნა

petre-ocxeliპირველი ქართველი მხატვარი, რომლის დაბადების დღეც Google-მ ოფიციალურად აღნიშნა, პეტრე ოცხელია.

Google-ს კულტურული ინსტიტუტის მთავარ გვერდზე გამოტანილია წარწერა “დღეს დაიბადა”.

– აღნიშვნა Google-ზე პეტრე ოცხელის დაბადების დღეზე გაჩნდა და დღემდე რჩება. ეს არის ჩვენი ეროვნული კულტურის დიდი გამარჯვება, პეტრე ოცხელის საერთაშორისო დონეზე აღიარება და დაფასება! მსოფლიოს უამრავ შემოქმედს, მხატვარს თუ მოვლენას შორის Google-მ 25 ნოემბერს პეტრე ოცხელის დაბადების დღე გამოარჩია და საგანგებოდ მთავარ გვერდზე აღნიშნა! მე ასე მგონია, ეს დახვრეტილი მხატვრის გაცოცხლების ტოლფასია! ეს არის ამასთანავე ჩვენი მუზეუმის და მისი პროფესიონალი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგი! ვულოცავ ხელოვნების სასახლეს და ქართული კულტურის ყველა დამფასებელს! ჩვენ Google-სთან მიმართებაში კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს და არაერთხელ გაგახარებთ! – აცხადებს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.