7 ნოემბერი, 2016

განსაკუთრებული საჩუქარი პაატა გულიაშვილს

paata-guliashvili1თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რუსთაველის თეატრის მსახიობმა პაატა გულიაშვილმა განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო.

ხელოვანი, რომელიც თბილისსა და თელავში აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა, თელავის მერიამ დაასაჩუქრა.

პაატა გულიაშვილი თელავის თეატრის განვითარებასა და კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის თელავის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვეს.

თელავის საპატიო მოქალაქის წოდება და დამადასტურებელი სიგელი ხელოვანმა უშუალოდ თელავის მერის პლატონ კალმახელიძისგან მიიღო.

paata-guliashvili