ანსამბლ “რიჰოს” სოლისტი კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა

tristan-pakelianiქართულმა ფოლკლორმა და სვანეთმა დიდი დანაკლისი განიცადა. სვანეთის ფოლკლორული ანსამბლის “რიჰოს” სოლისტი ტრისტან პაკელიანი კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა. შემთხვევა კახეთში მოხდა.

ეს სამწუხარო ინფორმაცია ფოლკლორული ანსამბლ “ლაშარის” ხელმძღვანელმა გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა:

“ქართულ ფოლკლორს, სვანეთს დააკლდა შესანიშნავი პიროვნება, ანსამბლ “რიჰოს” სოლისტი ტრისტან პაკელიანი. დატრიალდა ძალიან დიდი ტრაგედია. კახეთში სტუმრად ყოფნის დროს კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა.

როგორც მითხრეს, შვილს გადაეფარა და ასე დაასრულა ცხოვრება. ნათელში ამყოფოს ღმერთმა.”