Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“5 ქართველისგან 4-მა პირველი პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა”

1 ნოემბერი, 2016

1valerian-shiukashviliასეთ განცხადებას აკეთებს პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი და ტენერიფეს საერთაშორისო კონკურსის შედეგებს აქვეყნებს.

ვალერიან შიუკაშვილი:

“დამთავრდა ტენერიფეს საერთაშორისო კონკურსი… რომელიც აქ უკვე მე-5 დღეა და 14 ქვეყნის 64 მონაწილეს მასპინძლობს…

საქართველომ კვლავ მიიპყრო ყურადღება თავისი ნიჭით, პროფესიონალიზმით და განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა ბევრის თვალში…

მე, როგორც ჟიურის წევრი, ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო საუკეთესო ახალგაზრდებს შორის უმეტეს წილად ქართველი სახელდება და ეს მათი პედაგოგების, მშობლების და რეგიონალური მმართველობის დამსახურებაა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო!!!

5 ქართველისგან 4-მა პირველი პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა, ბევრი პრიზები და მიპატიჟებები სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსსა თუ ფესტივალზე…

ესენი არიან :
კატეგორია – ა I პრემია ანნა კალანდაძე (ზესტაფონი)
კატეგორია – ბ I პრემია გიორგი ჭეიშვილი (ქუთაისი)
კატეგორია – დ დიპლომი ანნა ჩაფიძე (ზესტაფონი)
კატეგორია – ფ I პრემია ლაშა მერებაშვილი (საქართველო/შვედეთი)
კატეგორია სოლო სიმღერა – I პრემია დავით ღვინიანიძე (საქართველო/რუსეთი/ ა.შ.შ)

აგრეთვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ზრუნვისათვის, ხელშეწყობისათვის, დახმარებისათვის ქალბატონ თამარა პოდდუბნაიას და ნატალია კაზიმიროვსკაიას…

ერთი სიტყვით, მადლობა ღმერთს, ამდენი ნიჭიერი ადამიანების ჩუქებისათვის! კიდევ ერთხელ გილოცავთ!”

tenerifes-festivali