19 ნოემბერი, 2016

ხმა მიეცით საქართველოს წარმომადგენელს ”მის მსოფლიოზე”!

viqtoria-kocharova20 დეკემბერს ვაშინგტონში სილამაზის კონკურსი ”მის მსოფლიო 2016” გაიმართება, სადაც საქართველოს 21 წლის მოდელი ვიქტორია კოჩეროვი წარადგენს.

ლამაზმანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტზე სწავლობს, თან სამოდელო სააგენტოებთან IC Model Management-თან და Elite Model Look-თან თანამშრომლობს.

„ვარ შრომისმოყვარე, ოპტიმისტი და ბოლომდე ვიხარჯები იმ საქმისთვის, რითიც დაკავებული ვარ. მსურს დიპლომატი გავხდე და მთელ მსოფლიოში ადამიანებს დავეხმარო ურთიერთობების მოგვარებაში. ყველაზე დიდი გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობისას მივიღე. ჩემი პერსონალური დევიზია: „წადი შორს, რამდენადაც შეძლებ და მომავალს დაინახავ!“ – წერს საკუთარ თავზე მოდელი სილამაზის კონკურსის ვებ-გვერდზე.

”მის მსოფლიოს” ქართველი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია აქ:http://pageantsnews.com/vote-now-will-win-miss-world-2016/

ვიქტორიამ „მის მსოფლიო 2016“-სთვის სპეციალური ვიდეორგოლიც გადაიღო, სადაც მსოფლიოს საქართველოს ისტორიასა და მდიდარ კულტურას აცნობს.